ლევანდოვსკის ბარსელონასთან კონტრაქტი ავტომატურად გაუგრძელდა

"ბარსელონას" პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი კატალონიურ კლუბში კიდევ ერთი წელი დარჩება.
Mundo Deportivo-ს ცნობით, 36 წლის თავდამსხმელს კონტრაქტი ავტომატურად 2026 წლის ზაფხულამდე უნდა გაგრძელებოდა, თუ ის მოედანზე "რაიო ვალეკანოსთან" მატჩში გამოჩნდებოდა.
გუნდების შეხვედრა 17 თებერვალს გაიმართა. "ბარსელონამ" კი მეტოქეს ანგარიშით 1:0 მოუგო. ლევანდოვსკიმ 81 წუთი ითამაშა და გამარჯვების გოლი გაიტანა.
მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირზე 34 მატჩი ჩაატარა, 32 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.