ლევერკუზენი არგენტინის ჩემპიონატიდან ახალგაზრდა მცველს იმატებს

"ლევერკუზენი" არგენტინული "ტალიერესიდან" მცველ პიერო ინკაპის დაიმატებს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.
გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის ეკვადორელი გერმანულ კლუბში სამედიცინო შემოწებას დღეს გაივლის.
როგორც აღინიშნება, "ფარმაცევტებთან" ახალგაზრდა უკანახაზელი 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
2020/21 წლების სეზონში ინკაპიმ "ტალიერესის" რიგებში 19 მატჩი ჩაატარა.