ავტორიზაცია

ლევერკუზენმა ბაიერმა გატანილი გოლების მხრივ ახალი რეკორდი დაამყარა

ლევერკუზენმა ბაიერმა გატანილი გოლების მხრივ ახალი რეკორდი დაამყარა
თარიღი 30 ოქტ 2023, 14:24
გერმანიის ჩემპიონატის მეცხრე ტურში სატურნირო ცხრილში ლიდერმა "ბაიერმა" "ფრაიბურგი" ანგარიშით 2:1 დაამარცხა. 

ლევერკუზენელ გუნდს მიმდინარე ჩემპიონატის ცხრა ტურის შემდეგ უკვე ოცდაშვიდი გოლი აქვს გატანილი - მატჩში საშუალოდ სამი.

ეს არის ახალი საკლუბო რეკორდი ცხრა ტურის შემდეგ, მანამდე "ბაიერს" ჩემპიონატის ამ ეტაპზე მაქსიმუმ 24 გოლი ჰქონდა გატანილი. 

ეს მოხდა 1996/1997 წლების სეზონში. ამის შემდეგ ჩემპიონი "ბაიერნი" გახდა, ლევერკუზენის "ბაიერმა" კი მეორე ადგილი დაიკავა.

ბუნდესლიგის მომდევნო ტურში ლევერკუზენის "ბაიერი" 4 ნოემბერს სტუმრად "ჰოფენჰაიმს" დაუპირისპირდება.