ავტორიზაცია

ლევერკუზენთან მატჩის წინ პარი სენ ჟერმენს ტრავმიდან ორი ფეხბურთელი დაუბრუნდა

ლევერკუზენთან მატჩის წინ პარი სენ ჟერმენს ტრავმიდან ორი ფეხბურთელი დაუბრუნდა
თარიღი 20 Oct 2025, 17:50
ხვალ, 21 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგი შეხვედრა გაიმართება, სადაც ლევერკუზენი ტურნირის მოქმედ ჩემპიონს, პსჟ-ს დაუპირისპირდება. მატჩი საფეხბურთო გულშემატკივრებისთვის დიდ ინტერესს იწვევს, განსაკუთრებით პარიზელთა ბოლოდროინდელი საკადრო პრობლემების ფონზე.

ლუის ენრიკეს გუნდს ბოლო პერიოდში ტრავმების ეპიდემია ჰქონდა, რაც მთავარ მწვრთნელს შემადგენლობაში ხშირი ცვლილებებისკენ უბიძგებდა. თუმცა, ლაზარეთიდან სასიხარულო ამბები ისმის — გუნდს ორი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი უბრუნდება.

ხვალ, ბაიარენაზე გასამართი მატჩის განაცხადში მოხვდნენ ოქროს ბურთის მფლობელი უსმან დემბელე და გუნდის კაპიტანი მარკინიოსი. ორივე მათგანს ტრავმის გამო დაახლოებით ერთი თვე გაუცდა და მათი დაბრუნება პსჟ-სთვის მნიშვნელოვანი ძალა იქნება. სრულ მზადყოფნაშია პარიზელთა ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია. არსებული ინფორმაციით კვარაცხელიას ლევერკუზენთან მატჩში სასტარტო შემადგენლობაში უნდა ველოდოთ.