ლიამ დელაპი ზაფხულში ტოპ კლუბის წევრი გახდება
მიმდინარე სეზონის ახალწვეული იფსვიჩ თაუნი, საკმაოდ მძიმედ გამოიყურება. კიერან მაკენას გუნდი გასავარდნ ზონაშია და მხოლოდ 9 ქულა აქვთ აღებული.
გუნდის გამორჩეული მოთამაშე მანჩესტერ სიტის აღზრდილი ლიამ დელაპია, 21 წლის ინგლისელი თავისი გუნდის უპირობო ლიდერია და საუკეთესო ბომბარდირიც, მის ანგარიშზე 6 გატანილი გოლია. ასეთი კარგი თამაშის ფონზე დელაპის მიმართ გრანდები გამოხატავენ ინტერესს. საუბარია ორ ლონდონურ კლუბზე არსენალსა და ჩელსიზე ორივე გუნდის სურვილია რომ ფორვარდი, მათ კლუბში გადაბარგდეს.
ფორვარდი სეზონის წინ 18 მილიონად გადავიდა იფსვიჩში და დიდი შანსია მომდევნო სეზონი პრემიერ ლიგის გრანდში დაიწყოს. ინგლისელის სავარაუდო ფასი 30-40 მილიონი ფუნტია.