"ლიდერი მოწოდების სიმაღლეზეა!", - კვიპროსული პრესა ქვილითაიას აქებს და ადიდებს
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "აპოელი" "ვოივოდინას" დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 გაიმარჯვა.
გამარჯვებული გუნდიდან გოლები ქართველმა ფეხბურთელებმა - გიორგი ქვილითაიამ და ლაშა დვალმა გაიტანეს.
კვიპროსული პრესა ქვილითაიას ასტატიას უძღვნის, სადაც აქებს და ადიდებს.
"ყვითელ-შავების კაპიტანმა გოლი გაიტანა და გამარჯვებაში წვლილი შეიტანა. აპოელის მაისურით ეს მისი პირველი გოლი იყო ევროტურნირებზე.
29 წლის ფორვარდმა გუშინდელ მატჩში დიდებულად ითამაშა. გატანილი გოლის გარდა, ის პრესინგზე კარგად თამაშობდა და მეტოქის მცველებს პრობლემებს უქმნიდა.
ამ მატჩში ქვილითაიამ გუნდს უკაპიტნა. როგორც ჩანს, ის შეტევაში წელსაც გუნდის მთავარი ფიგურა იქნება, ამ გოლმა კი უფრო დიდი თავდაჯერება მისცა. ქვილითაიამ დაგვანახა, რომ ლიდერი მოწოდების სიმაღლეზეა", - წერენ კვიპროსელები.