ლიდსი რეინჯერსის თავდამსხმელისთვის იბრძვის

"ლიდსი" "რეინჯერსის" თავდამსხმელ რაიან კენტით ინტერესდება, წერს The Sun.
გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ ლიგის კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 24 წლის ინგლისელის ტრანსფერზე 15 მილიონ ფუნტიანი შეთავაზების გაკეთებას აპირებს.
2020/21 წლების სეზონში კენტმა "რეინჯერსის" რიგებში 47 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი პასი გააკეთა.
Transfermarkt.com-ის ვერსიით, გლაზგოელთა შემტევის სატრანსფერო ღირებულება 7,2 მილიონ ფუნტს შეადგენს.