ლიდსი სამპდორიას მცველით ინტერესდება

"სამპდორიას" მცველმა, ომარ კოლიმ კარიერა შეიძლება ინგლისში გააგრძელოს.
აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა ავრცელებს.
როგორც იწერება, 28 წლის გამბიელისთვის "ლიდსი" იბრძვის, რომელიც მზად არის ფეხბურთელში 10-12 მილიონი ევრო გადაიხადოს.
მიმდინარე სეზონში კოლიმ ყველა ტურნირზე ერთად 23 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და 6 ყვითელი ბარათი მიიღო.