ავტორიზაცია

ლიგა 1 კლუბი ტორგან აზარის შეძენას გეგმავს

ლიგა 1 კლუბი ტორგან აზარის შეძენას გეგმავს
თარიღი 13 აგვ 2023, 11:43
დორტმუნდის "ბორუსიას" გარემარბმა ტორგან აზარმა შესაძლოა კარიერა საფრანგეთის ლიგა 1-ში გააგრძელოს.

ჟურნალისტ სანტი აუნას ინფორმაციით, ბელგიელის მომსახურებით "მონაკო" ინტერესდება. კლუბებს შორის სატრანსფერო მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

30 წლის ფეხბურთელს მიმართ დიდი მოთხოვნა არ იყლ, ამიტომ გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით ნიდერლანდულ "პსვ"-ში გაატარა.

ტორგან აზარი დორტმუნდის ბორუსიას 2019 წელს მიონხენგლადბახის "ბორუსიიდან" 25,5 მილიონ ევროდ შეუერთდა.