ავტორიზაცია

ლიგა 1-მა რეგულაცია დაამტკიცა — ფეხბურთელები გარკვეულ ნომრებს ვეღარ აირჩევენ

ლიგა 1-მა რეგულაცია დაამტკიცა — ფეხბურთელები გარკვეულ ნომრებს ვეღარ აირჩევენ
თარიღი 06 Mar 2025, 17:05
საფრანგეთის ლიგა 1-მა ახალი რეგულაცია დაამტკიცა, რომელიც ფეხბურთელების მიერ სათამაშო ნომრების შერჩევას გულისხმობს.

ახალი წესის მიხედვით, 1-დან 30-ის ჩათვლით ნომრები იქნება ხელმისაწვდომი. მეკარეებისთვის კი მხოლოდ 1, 16 და 30 არის გამოყოფილი.

იმ შემთხვევაში, თუ გუნდში 30 ფეხბურთელზე მეტი იქნება დარეგისტრირებული, კლუბმა ოფიციალურად უნდა მოითხოვოს გამონაკლისის სახით ახალი ნომრის გამოყოფა.