ავტორიზაცია

ლიონელ მესი დევიდ ბექჰემის ინტერ მაიამისთან აწარმოებს მოლაპარაკებებს

ლიონელ მესი დევიდ ბექჰემის ინტერ მაიამისთან აწარმოებს მოლაპარაკებებს
თარიღი 22 აგვ 2021, 09:33

„პარი სენ-ჟერმენის“ ახალწვეული, ლეო მესი, ამერიკულ „ინტერ მაიამისთან“ აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომელიც ლეგენდარულმა დევიდ ბექჰემმა დააარსა.

Mirror-ის ინფორმაციით, ბექჰემს სურს, რომ კარიერის დასრულებამდე, მესიმ მის გუნდში ითამაშოს. როგორც ირკვევა, ინგლისელმა ლეოსთან მოლაპარაკებები უკვე გამართა.

სხვადასხვა გამოცემების ინფორმაციით, არც ისე დიდი ხნის წინ მესიმ მაიამიში რამდენიმე ბინა შეიძინა.

მესი „ბარსელონაში“ 2005 წლიდან თამაშობდა, მისი კონტრაქტი ივნისის ბოლოს ამოიწურა და 5 აგვისტოს კატალონიელებმა გამოაცხადეს, რომ მესისთან კონტრაქტი გახანგრძლივებული არ იქნება.

10 აგვისტოს, არგენტინელი შემტევი ოფიციალურად გახდა ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელი და გუნდთან 2+1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.