ლიონელ მესი ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელი გახდა
დღეს არგენტინამ კოპა ამერიკის ფინალში კოლუმბია 1-0 დაამარცხა და აღნიშნული ტურნირი ზედიზედ მოიგო.
ეს ნიშნავს, რომ ლიონელ მესი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი გახდა. "ლა პულგას" ანგარიშზე უკვე 45 ტიტულია, რითაც ყოფილ თანაგუნდელს, 44-ტიტულიან დანი ალვესს გადაუსწრო.
მესიმ 34 ტიტული ბარსელონას რიგებში მოიგო და ზოგადად, 39 თასი საკლუბო დონეზე მოიპოვა, დანარჩენი კი - არგენტინის ნაკრებთან ერთად (U17 მსოფლიოს ჩემპიონატი, 2008 წლის ოლიმპიადა, 2 კოპა ამერიკა (2021, 2024), ფინალისიმა (2022) და, რა თქმა უნდა, მსოფლიოს ჩემპიონატი.
temo
ტოპ კომენტარი
0
15 Jul 2024, 14:39
გუშინ არგენტინამ კოპა ამერიკის ფინალში კოლუმბია 1-0 დაამარცხა და აღნიშნული ტურნირი ზედიზედ მოიგო./ ვინც არ იცის ეს თამაში დღეს დილით შედგა. გუშინ ესპანეთმა და ინგლისმა ითამაშეს.