ავტორიზაცია

ლიონელ მესი: მადრიდის რეალი ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო კლუბია

ლიონელ მესი: მადრიდის რეალი ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო კლუბია
თარიღი 07 Jun 2024, 15:58
ბარსელონას ლეგენდა და ინტერ მაიამის ამჟამინდელი ფეხბურთელი, ლიონელ მესი მსოფლიოში საუკეთესო კლუბს ასახელებს.

"ამჟამად რეალი მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, ისინი ევროპის მოქმედი ჩემპიონები არიან. თუ შედეგებს გავითვალისწინებთ, მადრიდელები საუკეთესოები არიან.

თუ თამაშის ხარისხზე ვსაუბრობთ, მაშინ პეპის მანჩესტერ სიტი საუკეთესოა," - ციტირებს არგენტინელის სიტყვებს SportBible.

რეალმა გასულ კვირაში ჩემპიონთა ლიგა მეთხუთმეტედ მოიგო. "ლოს ბლანკოსი" ესპანეთსა და ევროპაში ყველაზე წარმატებული გუნდია.