ავტორიზაცია

ლიონელ მესი საკუთარ მომავალზე: 'იქამდე გავაგრძელებ, სანამ კარგად თამაში შემეძლება'

ლიონელ მესი საკუთარ მომავალზე: 'იქამდე გავაგრძელებ, სანამ კარგად თამაში შემეძლება'
თარიღი 16 Oct 2024, 19:28
ბოლივიასთან მატჩის შემდეგ, ლიონელ მესიმ საკუთარ მომავალზე კომენტარი გააკეთა.

"ჩემს მომავალზე არაფერი გადამიწყვეტია. უბრალოდ, მსურს, სიამოვნება მივიღო. ამ ხალხის სიყვარულის გამო დიდებული გრძნობა მეუფლება, რადგან ვიცი, რომ, შესაძლოა, ბოლო მატჩებს ვატარებდე.

ასაკის მიუხედავად, აქ ვარ და თავს ბავშვივით ვგრძნობ. ბედნიერებით ვტკბები. გუნდთან ერთად კომფორტულად ვარ. იქამდე გავაგრძელებ, სანამ კარგად თამაში შემეძლება," - განაცხადა არგენტინელმა.

მესიმ დღეს ბოლივიას ჰეთ-თრიქი შეუსრულა და 2 ასისტიც მიითვალა. არგენტინამ შეხვედრა 6-0 მოიგო.