ლიონელ მესიმ ახალი საფეხბურთო ტურნირის დაწყება დააანონსა

ლიონელ მესიმ პირველი "მესის თასის" (Messi Cup) ჩატარების შესახებ განაცხადა. ეს იქნება საერთაშორისო ტურნირი, რომელიც სამხრეთ ფლორიდაში 9-14 დეკემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას მსოფლიოს პრესტიჟული კლუბების 16-წლამდელთა (U16) გუნდები მიიღებენ.
ტურნირის ორგანიზატორი მესის საპროდიუსერო კომპანია, 525 Rosario იქნება და ღონისძიების ფარგლებში ექვსი დღის განმავლობაში 18 მატჩი ჩატარდება. "მესის თასის" დაწყება სოციალურ ქსელში თავად არგენტინელმა ვარსკვლავმა დაადასტურა და აღნიშნა, რომ მატჩები მაიამიში ჩატარდება.

რვა მონაწილე გუნდი ორ, ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება და პირველი სამი დღის განმავლობაში ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს. თითოეული ჯგუფის საუკეთესო გუნდები პლეი-ოფის ეტაპზე გადავლენ, რომელიც მესამე ადგილისთვის მატჩითა და გრანდიოზული ფინალით დასრულდება. ფინალი "ჩეიზ სთეიდიუმზე" – მესის ამჟამინდელი კლუბის, "ინტერ მაიამის" საშინაო არენაზე გაიმართება.
ტურნირში მონაწილე გუნდების (U16) ვინაობა ცნობილია
ინტერ მაიამი (აშშ)
ბარსელენა (ესპანეთი)
მანჩესტერ სიტი (ინგლისი)
რივერ პლეიტი (არგენტინა)
ინტერი (იტალია)
ნიუელს ოლდ ბოისი (არგენტინა)
ატლეტიკო (ესპანეთი)
ჩელსი (ინგლისი)
ინტერ მაიამი (აშშ)
ბარსელენა (ესპანეთი)
მანჩესტერ სიტი (ინგლისი)
რივერ პლეიტი (არგენტინა)
ინტერი (იტალია)
ნიუელს ოლდ ბოისი (არგენტინა)
ატლეტიკო (ესპანეთი)
ჩელსი (ინგლისი)