ლიონელ მესიმ კარიერაში 46-ე ტიტული მოიგო

"ინტერ მაიამმ" MLS-ის რეგულარული სეზონი მოიგო.

32-ე ტურის მატჩში ხერარდ მარტინოს გუნდმა აღმოსავლეთ კონფერენციაში მთავარ მეტოქე "კოლუმბუს კრიუ" (3:2) დაამარცხა.
ლიონელ მესიმ დუბლი შეასრულა, ლუის სუარესმა კი ერთი გოლი შეაგდო.
შეხვედრის შემდეგ "ინტერ მაიამის" მხარდამჭერთა ფარი გადაეცა, თასი, რომელსაც MLS-ის რეგულარული სეზონის საუკეთესო გუნდი იგებს.

ეს ლიონელ მესის კარიერაში 46-ე ტიტულია. არგენტინელმა "ბარსელონასთან" ერთად 35 ტიტული მოიგო, ექვსი ეროვნულ გუნდთან ერთად, სამი "პსჟ"-სთან და კიდევ ორი თავის ამჟამინდელ კლუბთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ "ინტერ მაიამიმ" რეგულარული სეზონი ისტორიაში პირველად მოიგო.