ავტორიზაცია

ლიონელ მესიმ სანაკრებო კარიერის შესაძლო დასრულებაზე მიანიშნა

ლიონელ მესიმ სანაკრებო კარიერის შესაძლო დასრულებაზე მიანიშნა
თარიღი 11 ივლ 2024, 17:32
გუშინ არგენტინამ, ხულიან ალვარესისა და ლეო მესის გოლებით, კანადა დაამარცხა და კოპა ამერიკის ფინალში გავიდა.

მატჩის შემდეგ, DSports Radio-სთან საუბრისას, ლიონელ მესიმ სანაკრებო კარიერის შესაძლო დასრულებაზე მიანიშნა: "ეს მარტივი არ ყოფილა, მაგრამ კიდევ ერთ ფინალს მივაღწიეთ. ვაანალიზებ, რომ ეს ჩემი ბოლო გაბრძოლებებია და მაქსიმალურ სიამოვნებას ვიღებ."

არ ვიცით, "ლა პულგა" ნაკრებიდან ამ ფინალის შემდეგ წავა თუ 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც ითამაშებს, მაგრამ ის უკვე ცნობილია, რომ 15 ივლისს კოლუმბიასთან გასამართი მატჩი ანხელ დი მარიასთვის "ალბისელესტეს" მაისურით ბოლო იქნება.