ავტორიზაცია

ლიონელ მესის 48-ე ტიტული — ინტერ მაიამი MLS-ის ჩემპიონია

ლიონელ მესის 48-ე ტიტული — ინტერ მაიამი MLS-ის ჩემპიონია
თარიღი 07 Dec 2025, 13:56
MLS-ის 2025 წლის სეზონის ფინალში, ინტერ მაიამიმ ვანკუვერ ვაითქეფსი 3-1 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

ფინალური მატჩის ანგარიში ინტერ მაიამიმ მე-8 წუთზე ოკამპოს ავტოგოლით გახსნა, ხოლო მე-60 წუთზე აჰმედმა გაათანაბრა. 71-ე წუთზე დე პოლმა მესის ასისტით ინტერ მაიამი კვლავ წინ გაიყვანა, 96-ე წუთზე კი ალენდემ საბოლოო ანგარიში, 3-1 დააფიქსირა.

ლიონელ მესიმ კარიერაში 48-ე ტიტული მოიპოვა, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია. ინტერ მაიამი კი ისტორიაში პირველად მოიგო MLS-ის ჩემპიონატი.