ავტორიზაცია

ლიონი ხორვატიის მცველს ტრანსფერთან ერთ ნაბიჯშია

ლიონი ხორვატიის მცველს ტრანსფერთან ერთ ნაბიჯშია
თარიღი 02 აგვ 2023, 12:07
ხორვატი მცველი დუიე კალეტა-ჩარი ფრანგულ "ლიონში" გადასვლასთან ახლოსაა. 

მისი ამჟამინდელი კლუბი - ინგლისური "საუთჰემპტონი" 25 წლის მოთამაშის გაყიდვას დათანხმდა.

როგორც ჟურნალისტი მაიკ მაკგრატი სოციალურ ქსელში იუწყება, გარიგების ფასი ხუთ მილიონ ევროს შეადგენს. 

დღეს, 2 აგვისტოს, კალეტა-ჩარი "ლიონთან" კონტრაქტის გაფორმებამდე სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

გასულ სეზონში მცველმა "საუთჰემპტონში" პრემიერ ლიგაში 13 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.