ლიონის ყოფილი მწვრთნელი რენს ჩაიბარებს

"ლიონის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ბრუნო ჟენეზიო "რენს" ჩაიბარებს, წერს L'Equipe.
ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობა 1 მარტს გათავისუფლებული ჟულიენ სტეფანის შემცვლელად ჟენეზიოს დანიშნავს.
54 წლის სპეციალისტი 2015 წლიდან 2019 წლამდე ედგა სათავეში "ლიონს", შემდეგ კი ჩინეთში იმუშავა.
"რენი" ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 26 მატჩში მოპოვებული 38 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.