ავტორიზაცია

ლიონმა გროსოს გათავისუფლება გადაწყვიტა

ლიონმა გროსოს გათავისუფლება გადაწყვიტა
თარიღი 30 ნოე 2023, 13:24
"ლიონის" ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის ფაბიო გროსოს გადაყენება გადაწყვიტა. ამის შესახებ Lequipe-ის იუწყება.

ამ გადაწყვეტილების მიზეზი საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატში "ლიონის" ცუდი თამაში გახდა. 

"ლიონს" ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 12 ტურის შემდეგ, შვიდი ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა. 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ  ფრანგული გუნდის სათავეში გროსო შესაძლოა ხორხე სამპაოლიმ შეცვალოს.