ავტორიზაცია

LIVE რეიტინგი: რომელ ადგილზე გადაინაცვლა საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის დამარცხების შემდეგ?

LIVE რეიტინგი: რომელ ადგილზე გადაინაცვლა საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის დამარცხების შემდეგ?
თარიღი 27 ივნ 2024, 10:48
დღეს საქართველოს ნაკრების ისტორიაში უდიდესი მოგება ვიხილეთ - ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა გელზენკირხენში, ფელტინს-არენაზე პორტუგალია 2-0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა.

საქართველო მე-2 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ დააწინაურა, 57-ე წუთზე კი გიორგი მიქაუტაძემ პენალტით გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამ გამარჯვების შედეგად ვილი სანიოლის გუნდს FIFA-ს რეიტინგში 34.47 კოეფიციენტი მოემატა, რის შედეგადაც 74-დან 69-ე პოზიციაზე დაწინაურდა.

შეგახსნებთ, რომ რეიტინგში საქართველოს ნაკრებს ყველაზე ცუდი შედეგი 156-ე ადგილია, ხოლო საუკეთესო მაჩვენებელი 42-ე პოზიცია გახლავთ.

საქართველო მერვედფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი 30 ივნისს, 23:00 საათზე გაიმართება.