ლივერპული და რეალი სანტოსის 16 წლის გარემარბით ინტერესდებიან
"სანტოსის" თავდამსხმელმა, ანჟელუ ბორჟესმა კარიერა შეიძლება ევროპულ გრანდში გააგრძელოს, წერს Sport Witness.
გავრცელებული ინფორმაციით, 16 წლის ბრაზილიელით "ლივერპული" და "რეალი" ინტერესდებიან.
ვუნდერკინდის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 60 მილიონ ევროს შეადგენს, ხელშეკრულება 2023 წლის დეკემბრამდეა ძალაში.
მიმდინარე სეზონში ანჟელუმ "სანტოსის" რიგებში 7 მატჩი ჩაატარა.