ავტორიზაცია

ლივერპული დიოგუ ჟოტას გარდაცვალებას გამოეხმაურა

ლივერპული დიოგუ ჟოტას გარდაცვალებას გამოეხმაურა
თარიღი 03 Jul 2025, 14:18
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და ლივერპულის შემტევი, დიოგუ ჟოტა და მისი ძმა, ანდრე ესპანეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

ტრაგედიას ლივერპული გამოეხმაურა და განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ კლუბი მხარდაჭერას უცხადებს დიოგუსა და ანდრეს ოჯახის წევრებს.

"კლუბს შეატყობინეს, რომ 28 წლის ფეხბურთელი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ესპანეთში დაიღუპა თავის ძმასთან, ანდრესთან ერთად. ლივერპული ამ ეტაპზე დამატებით კომენტარს არ გააკეთებს, რადგან დიოგუსა და ანდრეს ოჯახის, მეგობრების, თანაგუნდელების, კლუბის პერსონალის პირადი სივრცის პატივისცემა უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ მათ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ" — ნათქვამია ლივერპულის ოფიციალურ განცხადებაში.