ავტორიზაცია

ლივერპული გერმანიის ნაკრების მცველს უმიზნებს

ლივერპული გერმანიის ნაკრების მცველს უმიზნებს
თარიღი 01 Oct 2021, 00:25

გერმანიის ნაკრებისა და "გლადბახის" მცველი, მატიას გინტერი "ლივერპულის" ინტერესთა სფეროში მოექცა, წერს Goal.com.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა იტყობინება, მერსისაიდელები მზად არიან 27 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი შესთავაზონ.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, გინტერისადმი ინტერესს "ტოტენჰემი" და "ბაიერნიც" იჩენენ.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა "გლადბახის" უკანახაზელს მომავალი წლის შუაში ეწურება. მისი სატრანსფერო ფასი 30 მილიონ ევროს შეადგენს.

ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში გინტერმა 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა. "გლადბახის" რიგებში იგი 2017 წლის ივლისიდან ირიცხება.