ლივერპული ისაკის სანაცვლოდ ახალ შეთავაზებას ამზადებს — ტრანსფერის ალბათობა დიდია

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, ლივერპული შეტევის გაძლიერებას და ალექსანდერ ისაკის დამატებას გეგმავს.
25 წლის შვედ ფორვარდთან მერსესაიდელებმა პირადი კონტრაქტი რამდენიმე კვირის წინ შეათანხმეს და მას შემდეგ, მოლაპარაკებებს ნიუკასლთან აწარმოებს.
ნიუკასლის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელის სანაცვლოდ რამდენიმე შეთავაზება დაბლოკა. ბრიტანული მედიის ცნობით, ლივერპული მზად არის ისაკის სანაცვლოდ 150 მილიონ ევრო გადაიხადოს და დიდი ალბათობით, ტრანსფერი სწორედ აღნიშნულ თანხაზე დაიხურება.
ალექსანდერ ისაკს კარიერის გაგრძელება მხოლოდ ლივერპულში სურს და ხელმძღვანელობას აღნიშნულ საკითხზე უკვე ესაუბრა. ცნობისთვის, ის კლუბთან ერთად ვარჯიშზე უარს აცხადებს და ტრანსფერის დახურვას ელოდება.