ლივერპული ისაკის სანაცვლოდ რეკორდულ შეთავაზებას ამზადებს

ლივერპული ალექსანდერ ისაკით დაინტერესდა და ნიუკასლთან მოლაპარაკებები დაიწყო.
"მერსესაიდელები" ფეხბურთელის სანაცვლოდ რეკორდულ შეთავაზებას ამზადებენ.
იმ შემთხვევაში თუ ისაკის ტრანსფერი არ გამოვა, "წითლები" აინტრახის ფორვარდზე, ეკიტიკეზე გადაერთვებიან.
ყველაფერი ნიუკსალზეა, რადგან მათ არასდროს სდომებიათ შვედი ფეხბურთელის გაყიდვა.
25 წლის ფორვარდი "კაჭკაჭების" ღირსებას 2023 წლიდან მოყოლებული იცავს, მან გუნდის შემადგენლობაში 109 მატჩი ჩაატარა, 62 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა. ხოლო რაც შეეხება უგო ეკიტიკეს, ფრანგი ფორვარდი აინტრახტში 2024 წლიდან მოყოლებული თამაშობს. ფეხბურთელმა ამ დროში 64 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 26 გოლი და 14 ასისტიც შეასრულა.