ლივერპული კაბაკის კონტრაქტის შესყიდვას გეგმავს
"ლივერპული" "შალკეს" მცველის, ოზან კაბაკის კონტრაქტის შესყიდვას აპირებს, იტყობინება The Sun.
გავრცელებული ინფორმაციით, გერმანული კლუბი მზად არის 21 წლის თურქი 25 მილიონ ევროდ გაუშვას.
მერსისაიდელთა რიგებში კაბაკი 2021 წლის იანვრიდან იჯარით ირიცხება. ამ დროის განმავლობაში მან პრემიერ ლიგაში 9 მატჩი ჩაატარა.
მოქმედი ხელშეკრულების ვადა ახალგაზრდა უკანახაზელს გელზერკირხენელებთან 2021 წლის ზაფხულში ეწურება.