ლივერპული კლუბის სატრანსფერო რეკორდს დაამყარებს

სეზონის ბოლოს ლივერპულში ცვლილებები არის დაგეგმილია, გუნდი შესაძლოა მოჰამედ სალაჰმა დატოვოს, მაგრამ ამის მიუხედავად, “წითლები“ შემადგენლობის გაძლიერებაზეც ფიქრობენ. უკვე საკმაო ხანია არნე სლოტის გუნდის პრობლემა მაღალი დონის ჩამშლელის არყოლაა. ამ სეზონში ეს პოზიცია, რაიან გრავენბერხმა დაიკავა და თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა, მაგრამ სამომავლოდ ამ პოზიციის გაძლიერება გუნდისთვის პრიორიტეტული იქნება.
სამიზნე უკვე შერჩეულია, პრემიერ ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ჩამშლელი კარლოს ბალება, ლივერპულის ინტერესების სფეროშია. კამერუნელი ფეხბურთელი ბრაიტონის ერთ-ერთი ლიდერია და გუნდი მასთან გამოსამშვიდობებლად მზად არ არის. “თოლიები“ საკმაოდ სოლიდურ თანხას ითხოვენ საუბარია £100 მილიონზე. შეგახსენებთ, რომ 2 სეზონის წინ ბრაიტონმა ჩელსის მოიზეს კაისედო £100 მილიონად მიყიდა.
რთული სათქმელია ექნება თუ არა ლივერპულს ამხელა თანხა, რადგან გუნდმა ახალი თავდამსხმელიც უნდა დაიმატოს და რამდენად გასწვდება გუნდი ამას ჯერ უცნობია. მომდევნო სეზონში ლივერპულში დიდი ცვლილებებს ველოდებით.