ავტორიზაცია

ლივერპული კონორ ბრედლის შენარჩუნებას გეგმავს

ლივერპული კონორ ბრედლის შენარჩუნებას გეგმავს
თარიღი 04 Mar 2025, 10:56
მომდევნო ზაფხულს ლივერპულში ბევრი ცვლილება არის მოსალოდნელი, არნე სლოტის გუნდი ამ დრომდე ახალ კოტრაქტზე ვერ უთანხმდება გუნდის ლიდერებს: მუჰამედ სალაჰი, ვირჯილ ვან დაიკი და ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი, სამივე ეს მოთამაშე ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და “წითლები„ იმედოვნებენ, რომ ამ სიიდან ორს მაინც შეინარჩუნებენ. ყველაზე რთული ინგლისელის დათანხმება იქნება, რადგან არნოლდის ხილვა საკუთარ გუნდში ფლორენტინო პერესს სურს და დიდი შანსია “სქაუზერთა„ საყვარელი მოთამაშე სანტიაგო ბერნაბეოზე ვიხილოთ.

აქედან გამომდინარე ლივერპული თადარიგის დაჭერას გეგმავს და კონორ ბრედლისთვის ახალ ხელშეკრულებას ამზადებს, ჩრდილოეთ ირლანდიელს კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს, მაგრამ “წითლებს„ თავის დაზღვევა სურთ და 21 წლის ბრედლისთვის ახალ გაუმჯობესებულ კონტრაქტს ამზადებენ, რომელიც 2030 წლამდე იქნება გათვლილი.

კონორ ბრედლიმ ლივერპულის მაისურით ყველა ტურნირზე 50 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა. ბრედლი ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის მთავარ შემცვლელად მიიჩნევა.