ლივერპული ნუნიესს პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა — რა თანხის მიღება სურს ბენფიკას?
"ლივერპულის" ხელმძღვანელობამ "ბენფიკას" თავდამსხმელ დარვინ ნუნიესთან ხელშეკრულება შეათანხმა.
როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Athletic-ი იტყობინება, კლუბმა და 22 წლის ურუგვაელმა კონტრაქტის პირობებზე კომპრომისს მიაღწიეს.
ახლა კი, მერსისაიდელებმა "ბენფიკასთან" სატრანსფერო ღირებულება უნდა შეათანხმონ. პორტუგალიურ კლუბს საერთო ჯამში დაახლოებით 100 მილიონი ევროს მიღება სურს.
მხარეები გარიგების სტრუქტურაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს - როგორც აღინიშნება, "ბენფიკა" 80 მილიონს ითხოვს, დამატებით 20 მილიონს კი ბონუსების სახით.
გასულ სეზონში ნუნიესმა ყველა ტურნირზე ერთად ლისაბონელთა მაისურით 41 მატჩი ჩაატარა, 34 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.