ლივერპული რეკორდულ ტრანსფერს ამზადებს — რა პოზიცია უკავია თავად დარვინ ნუნიესს?
"ლივერპულის" ხელმძღვანელობა ლისაბონის "ბენფიკას" თავდამსხმელის, დარვინ ნუნიესის ტრანსფერზე მუშაობს.
როგორც ავტორიტეტული გამოცემა Sky Sports-ი წერს, ურუგვაელი ამ ზაფხულისთვის მერსისაიდელთა მთავარი სამიზნეა.
"ლივერპულს" 22 წლის შემტევის თაობაზე, რომელსაც პორტუგალიური კლუბი 100 მილიონ ევროდ აფასებს, შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებია.
"წითლებს" ზედმეტი თანხის გადახდა არ სურთ და ნუნიესის ხელში ჩასაგდებად აუქციონში მონაწილეობას არ აპირებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, თავად დარვინსაც სურს "ლივერპულში" თამაში.
გასულ სეზონში ნუნიესმა ყველა ტურნირზე ერთად "ბენფიკას" ღირსება 41 მატჩში დაიცვა, 34 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი გააკეთა.