ლივერპული ტრაბზონსპორის გოლკიპერით ინტერესდება
"ტრაბზონსპორის" მეკარემ, უგურჯან ჩაკირმა კარიერა შეიძლება ინგლისში გააგრძელოს, წერს Express.
გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის თურქისთვის "ლივერპული" იბრძვის, რომელიც მზადაა ფეხბურთელში 17,5 მილიონი ევრო გადაიხადოს.
გარდა მერსისაიდული კლუბისა, "ტრაბზონსპორის" კარის დარაჯის ხელში ჩაგდება "ლაიფციგსა" და "სევილიას" სურთ.
მიმდინარე სეზონში ჩაკირმა თურქეთის ჩემპიონატში 28 მატჩი ჩაატარა, 29 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 10-ჯერ შეინახა.