ავტორიზაცია

ლივერპულის ისტორიაში საუკეთესო ტრანსფერები დასახელდა, სალაჰი მეორე ადგილზეა

ლივერპულის ისტორიაში საუკეთესო ტრანსფერები დასახელდა, სალაჰი მეორე ადგილზეა
თარიღი 14 Nov 2023, 11:37
პორტალ FourFourTwo-ს ისტორიაში "ლივერპულის" ტოპ ათი საუკეთესო ტრანსფერი დაასახელეს.

რეიტინგში პირველი ადგილი კენი დალგლიშის ტრანსფერმა დაიკავა. მეორე ადგილს გუნდის ამჟამინდელი ლიდერი მოჰამედ სალაჰი იკავებს, ტოპ 3-ს კი იან რაში ხურავს.

"მერსისაიდული" გრანდის ტრანსფერების ათეულში ასევე მოხვდნენ: კევინ კიგანი, გრემ სოუნესი, ჯონ ბარნსი, ლუის სუარესი, როჯერ ჰანტი, ვირჯილ ვან დეიკი და რონ იეტსი.

ინგლისის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის 12 ტურის შემდეგ, იურგენ კლოპის გუნდი სატურირო ცხრილში 27 ქულით მეორე ადგილზეა.