ავტორიზაცია

ლივერპულის ხუთიდან ხუთი პრემიერ ლიგაში — სლოტის გუნდმა ევერტონს მოუგო

ლივერპულის ხუთიდან ხუთი პრემიერ ლიგაში — სლოტის გუნდმა ევერტონს მოუგო
თარიღი 20 Sep 2025, 18:25
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-5 ტურში მოქმედმა ჩემპიონმა, ლივერპულმა ევერტონი მიიღო და მეტოქე 2-1 დაამარცხა.

შეხვედრის ანგარიში დებიუტშივე გაიხსნა - მე-10 წუთზე თავი გრავენბეხმა გამოიჩინა და ლივერპული დააწინარა. 29-ე წუთზე ეკიტიკემ აიღო მეტოქის კარი და სხვაობა ორამდე გაზარდა. 58-ე წუთზე, გუეიმ ერთი ბურთი გაქვითა და საბოლოო ანგარიში, 2-1 დააფიქსირა.

ლივერპული 2-1 ევერტონი
გოლები:
1-0 გრავენბეხი (10'), 2-0 ეკიტიკე (29'), 2-1 გუეი (58')

5 ტურის შემდეგ, ლივერპული უდანაკარგოდ არის და 15 ქულით ერთპიროვნულას უდგას პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილს სათავეში. არნე სლოტის გუნდი, მომდევნო ტურში კრისტალ პალასს ესტუმრება.