ლივერპულის მცველი ფულემში გადავიდა

"ლივერპულის" მცველი, ნეკო უილიამსი "ფულემში" გადავიდა, წერს მერსისაიდელთა ოფიციალური საიტი.
20 წლის უელსელი ლონდონურ კლუბში სეზონის ბოლომდე იჯარით იასპარეზებს.
მიმდინარე სეზონში უილიამსმა "ლივერპულის" რიგებში 11 მატჩი ჩაატარა და ორი შედეგიანი პასი გააკეთა.