ავტორიზაცია

ლივერპულის მორიგი მარცხი — სლოტის გუნდმა მანჩესტერ იუნაიტედთან წააგო

ლივერპულის მორიგი მარცხი — სლოტის გუნდმა მანჩესტერ იუნაიტედთან წააგო
თარიღი 19 Oct 2025, 21:51
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-8 ტურის ცენტრალური შეხვედრა ენფილდზე შედგა, სადაც ერთმანეთს ინგლისური ფეხბურთის გრანდები, ლივერპული და მანჩესტერ იუნაიტედი დაუპირისპირდნენ.

მატჩის დებიუტშივე, მე-2 წუთზე, სტუმრებმა ანგარიშის გახსნა მოახერხეს. ლივერპულის დაცვის შეცდომით კარგად ისარგებლა ამად დიალომ, რომლის გადაცემის შემდეგაც ბრაიან მბიუმომ გაიტანა. ამის შემდეგ, არნე სლოტის გუნდმა თამაშის სადავეები სრულად იგდო ხელთ და მათი უპირატესობა 78-ე წუთზე აისახა ტაბლოზე, როდესაც კოდი გაკპომ ანგარიში გაათანაბრა.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ლივერპულის საბოლოო გამარჯვებას ელოდა, მოვლენები საპირისპიროდ განვითარდა. ბრუნო ფერნანდეშის შესანიშნავი პასით ჰარი მაგუაიერმა გაიტანა და საკუთარ გუნდს დრამატულ ბრძოლაში სამი ქულა მოუტანა.

ამ შედეგის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედი 13 ქულით მე-9 პოზიციაზე გადავიდა, ლივერპული კი 15 ქულით მე-3 ადგილს ინარჩუნებს.

ლივერპული 1-2 მანჩესტერ იუნაიტედი

გოლები:
0-1 მბიუმო (2'), 1-1 გაკპო (78'), 1-2 მაგუაიერი (84')