ლივერპულმა კლუბის ანტირეკორდი გაიმეორა
ინგლისის პრემიერ ლიგის 33-ე ტურში, "ლივერპულმა" შინ "კრისტალ პალასთან" 0:1 დამარცხდა.
Opta Sports-ის ცნობით, "მერსისაიდელებმა" გოლი ზედიზედ მეცხრე საშინაო მატჩში გაუშვეს და საკუთარი ანტირეკორდი გაიმეორეს.
"ლივერპულს" მსგავსი სერია 1996 და 1999 წლებში ჰქონდა.
იურგენ კლოპის გუნდი მომდევნო მატჩს ევროპა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე "ატალანტასთან" გამართავენ.