ავტორიზაცია

ლივერპულმა კონატეს სატრანსფერო ფასი დაასახელა — რეალი საქმეშია

ლივერპულმა კონატეს სატრანსფერო ფასი დაასახელა — რეალი საქმეშია
თარიღი 20 Aug 2025, 13:35
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე რეალი დაცვის ცენტრის გაძლიერებას გეგმავს და მთავარ სამიზნედ კვლავ იბრაჰიმა კონატე რჩება.

ესპანური AS-ის ცნობით, ლივერპულის ხელმძღვანელობამ 26 წლის ფრანგი ფეხბურთელი 50 მილიონ ევროდ შეაფასა და მზად არის მოლაპარაკებები დაიწყოს.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმა კონატე ლივერპულის ღირსებას 2021 წლიდან იცავს და მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება.