ლივერპულმა ლაიფციგის მცველზე უარი თქვა

"ლივერპული" "ლაიფციგის" მცველ იბრაიმა კონატესთან მოლაპარაკებებს არ გამართავს, წერს Bild.
ინგლისურმა კლუბმა გადაწყვიტა 21 წლის ფრანგისთვის არ იბრძოლოს.
2020/21 წლების სეზონში კონატემ "ლაიფციგის" რიგებში 16 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
Transfermarkt-ის ვერსიით, ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 31,5 მილიონ ფუნტს შეადგენს.