ავტორიზაცია

ლივერპულმა ლუის დიასის შემცვლელის ძიება უკვე დაიწყო

ლივერპულმა ლუის დიასის შემცვლელის ძიება უკვე დაიწყო
თარიღი 19 Feb 2025, 12:00
როგორც აქამდე მოგახსენეთ, ლივერპულის კოლუმბიელი შემტევი ლუის დიასი სერიოზულად განიხილავს კლუბის შეცვლას. "მერსისაიდელთა" ვინგერს კარიერის გაგრძელება ბარსელონაში სურს. 

აქედან გამომდინარე არნე სლოტის გუნდმა, დაიწყო დიასის შემცვლელის ძიება და ერთი კანდიდატი უკვე გამოიკვეთა, საუბარია ნიუკასლის ინგლისელ შემტევ ენტონი გორდონზე, რომელსაც ლივერპული უკვე დიდი ხანია აკვირდება და თუ დიასი დატოვებს "წითლებს" გორდონი მათი მთავარი სამიზნე გახდება. იმასაც შეგახსენებთ, რომ ენტონი გორდონი ლივერპულის მთავარი მტრის ევერტონის აღზრდილია და ნიუკასლის ღირსებას 2023 წლიდან იცავს. 

დიასის სატრანსფერო ღირებულება 75 მილიონია, ხოლო გორდონს რაც შეეხება, ინგლისელის ფასი 65 მილიონია, რთული სათქმელია რამდენად შეელევა ნიუკასლი თავის წამყვან მოთამაშეს, რადგან "კაჭკაჭები" შეიძლება ალექს ისაკმაც დატოვოს, რომელმაც კლუბთან ახალ კონტრაქტზე უარი თქვა. 

მიმდინარე სეზონში გორდონის ანგარიშზე 11 საგოლე მოქმედებაა. ამ წუთისთვის ნიუკასლი ოთხეულს მიღმაა და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსი საკმაოდ დაბალია.