ლივერპულმა მოჰამედ სალაჰის შემცვლელი იპოვა
ცნობილი გახდა, ვის ტრანსფერს განიხილავს "ლივერპული" ეგვიპტელი გარემარბის მოჰამედ სალაჰის წასვლის შემთხვევაში.
Fichajes-ის ცნობით, "მერსისაიდულ"გუნდს სურს მიუნხენის "ბაიერნის" გარემარბი ლეროი სანე შეიძინოს, თუ სალაჰი კლუბს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.
მანამდე სალაჰმა აღიარა, რომ "ლივერპულთან" ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებში პროგრესი არ მიუღწევია.
მიმდინარე სეზონში 28 წლის სანემ ყველა ტურნირზე 19 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.