ლივერპულმა შეიძლება კიდევ ერთი ლიდერი დაკარგოს

2024-2025 წლების მიმდინარე სეზონში ულაპარაკოდ გამორჩეული და ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი ლივერპულია. არნე სლოტის გუნდი ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს და რთული წარმოსადგენია, რომ “წითლებმა„ ჩემპიონობა ხელიდან გაუშვან. მოჰამედ სალაჰი საოცარ სეზონს ატარებს და ოქროს ბურთის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია, მაგრამ არ შეიძლება არ გამოვყოთ ლივერპულის დაცვის ხაზი, იბრაჰიმა კონატე და ვირჯილ ვან დაიკი საოცარ ფორმაში არიან და ჩემპიონატის საუკეთესო დუეტი შექმნეს.
იბრაჰიმა კონატე ლივერპულის ღირსებას 2021 წლიდან იცავს, ყველა ტურნირზე ფრანგმა მცველმა 121 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლის გატანა მოახერხა.
ის უკვე მოგახსენეთ, რომ მოახლოებულ ზაფხულს დიდი შანსია, გუნდი ნიდერლანდელმა მცველმა დატოვოს, რომელსაც კონტაქტი ეწურება. ფრანგი მცველის ხელშეკრულება 2026 წლამდე არის გათვლილი და ჯერ ჯერობით, მის გახანგრძლივებაზე საუბარი არ მიდის. ესპანურ პრესაში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ კონატეს თავისუფალი აგენტის სტატუსად დამატება მადრიდის რეალს სურს და ამისათვის ესპანელები უკვე იწყებენ მზადებას. ასევე კონატეს მიმართ დიდი ინტერესს პსჟე გამოთქვამს.
იბრაჰიმა კონატე ლივერპულის ღირსებას 2021 წლიდან იცავს, ყველა ტურნირზე ფრანგმა მცველმა 121 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლის გატანა მოახერხა.