ლივერპულმა შესაძლოა ფრანგი ნახევარმცველი შეიძინოს
"ლიონის" ფრანგმა ნახევარმცველმა რაიან შერკიმ შესაძლოა კარიერა ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს.
ამის შესახებ Lequipe-ის ჟურნალისტები იუწყება.
წყაროს ცნობით, 21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერით "ლივერპული" ინტერესდება.
"მერსისაიდელებმა" შერკის შესაძლო გაფორმებასთან დაკავშირებით წინასწარი მოლაპარაკებები გამართეს.
ფეხბურთელის კონტრაქტი 2026 წლის შუა ზაფხულამდეა გათვლილი, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 20 მილიონი ევროა.
საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში შერკიმ შვიდი მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.