ლივერპულმა შესაძლოა კაბაკი შემცირებულ ფასად შეისყიდოს
"ლივერპულმა" "შალკეს" მცველი, ოზან კაბაკი შესაძლოა შემცირებულ ფასად შეისყიდოს, წერს Football Insider.
გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსური პრობლემების გამო, გერმანული კლუბი მზად არის 21 წლის თურქი ინგლისურ კლუბში დაახლოებით 9-10 მილიონ ფუნტად გაუშვას.
როგორც იუწყებიან, გელზერკირხენულ და მერსისაიდულ კლუბებს შორის გაფორმებულ საიჯარო ხელშეკრულებაში ჩადებული პუნქტის თანახმად, გამოსასყიდი თანხა 18 მილიონ ფუნტს შეადგენს.
კაბაკი "ლივერპულში" 2021 წლის იანვარში არენდით გადავიდა. ამ დროის განმავლობაში მან მერსისაიდელთა მაისურით 7 მატჩი ჩაატარა.