ლივერპულმა ვესტ ჰემი დაამარცხა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა

ინგლისის პრემიერ ლიგის 28-ე ტურში, ლივერპულმა ენფილდზე ვესტ ჰემს უმასპონძლა და მეტოქე უხვგოლიან მატჩში 5-2 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში მასპინძლებიდან თავი ეკიტიკემ, ვან დაიკმა, მაკ ალისტერმა და გაკპომ გამოიჩინეს, ხოლო ერთი ბურთი საკუთარ კარში დისასმა ჩაჭრა. სტუმართაგან კი გოლები სოუჩეკმა და კასტეიანოსმა გაიტანეს.
გოლები: 1-0 ეკიტიკე (5'), 2-0 ვან დაიკი (24'), 3-0 მაკ ალისტერი (43'), 3-1 სოუჩეკი (49'), 4-1 გაკპო (70'), 4-2 კასტეიანოსი (75'), 5-2 დისასი (ს.კ.) (83')
დღევანდელი გამარჯვების შემდეგ ლივერპს 48 ქულა აქვს და მე-5 ადგილზე იმყოფება. არნე სლოტის გუნდი მომდევნო ტურში ვულვზს ესტუმრება.

