ავტორიზაცია

"ლივერპულს, რეალის გარდა არც ერთი კლუბის გამო არ დავტოვებდი" - ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი

"ლივერპულს, რეალის გარდა არც ერთი კლუბის გამო არ დავტოვებდი" - ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი
თარიღი 12 Jun 2025, 16:26
რეალ მადრიდმა, ინგლისელი ფეხბურთელი, ტრენტ ალექსანერ-არნოლდი წარადგინა.

არნოლდმა პრენსკონფერენციაზე, რეალზე და მის მომავალზე ისაუბრა.

"ეს ოცნება ახდა, აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. ყველაფერს გავაკეთებ ამ გუნდისთვის და მისი გულშემატკივრებისათვის. რეალ მადრიდში გადასვლა ყოველ დღე არ ხდება, ეს ოცნების ახდენაა. ლივერპულს, რეალის გარდა არც ერთი კლუბის გამო არ დავტოვებდი. აქ ბევრი ტიტულის მოგება მსურს. მინდა, რომ გამარჯვებული ვიყო და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად ვითამაშო. ჰალა მადრიდ" - ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი.

ტრენტი ლივერპულის აღზრდილია და მისი დებიუტი მთავარ გუნდში 2016 წელს შედგა, ამ დროის განმავლობაში მან 354 მატჩი ჩაატარა, სადაც 23 გოლის გატანა და 92 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.