ლივერპულს ვარელას დამატება კვლავ სურს
ლივერპულს უკვე დიდი ხანია სურს, საყრდენი ნახევარმცველის დამატება. ''წითლებს'' კონკრეტული მოთამაშის წაყვანა უნდათ, საუბარია პორტოს არგენტინელ კაპიტანზე ალან ვარელაზე, რომელმაც გასული სეზონი ''დრაკონების'' შემადგენლობაში საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა და პეპეს წასვლის შემდეგ კაპიტნის სამკლაურიც გადაიბარა.
ვარელას პორტოსთან კონტრაქტი 2028 აქვს და მის დასამატებლად ლივერპულმა, 70 მილიონი უნდა გადაუხადოს პორტუგალიელებს. ეს ტრანსფერი მომავალი ზაფხულისთვის უფრო განიხილება, რადგან სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, რამდენი საათია დარჩენილი.
ვარელა გუნდის შეუცვლელი ფიგურაა, გასულ სეზონში ჩამშლელმა 44 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლის გატანა მოახერხა.