ლობჟანიძე: "დიდ და პატარა გუნდს შორის არ არის განსხვავება, ნებისმიერ მეტოქესთან უნდა იბრძოლო"
"ანკარაგიუჯიუს" შემტევმა, საბა ლობჟანიძემ "გალათასარაის" კარში გატანილი გოლის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა:
"გალათასარაისთან შეხვედრამდე, რამდენიმე დეტალზე ვივარჯიშეთ წინასწარ და უშუალოდ მატჩში მივიღეთ ის შედეგი, რაც გვინდოდა.
კარგი გუნდი გვყავს და ჩვენი თვითდაჯერება შეხვედრიდან შეხვედრამდე იზრდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროგრესი ჩანს.
არ აქვს მნიშვნელობა, შენს წინააღმდეგ თამაშობს დიდი თუ პატარა გუნდი, ნებისმიერ მეტოქესთან უნდა იბრძოლო", - განაცხადა ქართველმა.
შეგახსენებთ, თურქული გუნდის ვინგერმა მიმდინარე სეზონში ჩაატარა 27 შეხვედრა, გაიტანა სამი გოლი და გააკეთა შვიდი ასისტი.