ავტორიზაცია

ლობჟანიძე თურქეთის სუპერლიგის ტურის სიმბოლურშია!

ლობჟანიძე თურქეთის სუპერლიგის ტურის სიმბოლურშია!
თარიღი 06 მარ 2021, 11:33

"ანკარაგიუჯიუს" შემტევი, საბა ლობჟანიძე თურქეთის სუპერლიგის გასული ტურის საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა.

შეგახსენებთ, "ლურჯ-ყვითლებმა" დაამარცხეს "გალათასარაი", ქართველმა ვინგერმა კი მრისხანე მოწინააღმდეგეს ულამაზესი გოლი გაუტანა.

აქვე დავამატებთ, ჰიქმეტ კარამანის გუნდის გარემარბმა მიმდინარე სეზონში ჩაატარა 27 შეხვედრა, გაიტანა სამი გოლი და გააკეთა შვიდი ასისტი.

"ერიამანის" ბინადრები 23 ქულით არიან მე-19 ადგილზე და გასავარდნი ზონიდან თავის დასაღწევად მათ მინიმუმ ოთხი ქულით მეტი სჭირდებათ. სიმბოლური 11-ეული კი ასეთია: